სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუდის მწარმოებელი ფირმა “მთიელის” სპონსორობით გუშინ, თბილისის “ივენთ ჰოლში” მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან უძლიერესმა სპორტსმენებმა იასპარეზეს, ხოლო გამარჯვებულები 8 წონით კატეგორიაში მარჯვენა და მარცხენა ხელში გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 13-20 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
ჩემპიონის ტიტული შემდეგმა მკლავჭიდელებმა დაისაკუთრეს:
მარჯვენა ხელი
60 კგ
1. ლაშა კახელიშვილი (თბილისი)
2. გელა არაბული (ახმეტა)
3. ნოდარ შუბითიძე (გორი)
65 კგ
1. ვილენ გაბრავა (ხობი)
2. ნიკა წერეთელი (თბილისი)
3. დავით ბრეგვაძე (ხობი)
70 კგ
1. ალექსი აბუთიძე (ქუთაისი)
2. ომარ კვარაცხელია (თბილისი)
3. ნიკა კლდიაშვილი (ქუთაისი)
75 კგ
1. ზაზა თაბაგარი (თბილისი)
2. მალხაზ ხვედელიძე (თბილისი)
3. კობა მამამთავრიშვილი (თბილისი)
80 კგ
1. გიორგი ფალიაშვილი (თბილისი)
2. რევაზ რუხაძე (რუსთავი)
3. გიორგი ალბუთაშვილი (თბილისი)
90 კგ
1. პეტრე წიქარიძე (თბილისი)
2. არჩილ თევდორაძე (ქუთაისი)
3. გიორგი დემეტრაშვილი (თბილისი)
100 კგ
1. ვასილ დაუთაშვილი (თბილისი)
2. რაჩო გახარია (თბილისი)
3. ლევან მოწონელიძე (ქუთაისი)
110 კგ
1. გენადი კვიკვინია (ხობი)
2. ლევან საგინაშვილი (თბილისი)
3. რევაზ ლუტიძე (თბილისი)
აბსოლუტური კატეგორია
1. ვასილ დაუთაშვილი (თბილისი)
2. გენადი კვიკვინია (თბილისი)
3. ირაკლი გამთენაძე (ქუთაისი)
მარცხენა მკლავი
65 კგ
1. გელა არაბული (ახმეტა)
2. ლაშა კახელიშვილი (თბილისი)
3. ნოდარ შუბითიძე (გორი)
65 კგ
1. ვილენ გაბრავა (თბილისი)
2. რევაზ გოგიაშვილი (ყვარელი)
3. შალვა გაბისიანი ( თბილისი)
70 კგ
1. ილია კვანჭიანი (თბილისი)
2. გიორგი ასუმბანი (თბილისი)
3. გიორგი ობოლაშვილი (მარტყოფი)
75 კგ
1. ზაზა თაბაგარი (თბილისი)
2. ოთარ თავართქილაძე (ბათუმი)
3. მალხაზ ხვედელიძე (საჩხერე)
80 კგ
1. გიორგი ალბუთაშვილი (თბილისი)
2. ვახტანგ ბერიძე (თბილისი)
3. გიორგი ხარებაშვილი (საგარეჯო)
90 კგ
1. ირაკლი გამთენაძე (ქუთაისი)
2. ვალერი გობეჯიშვილი (თბილისი)
3. გიორგი დემეტრაშვილი (თბილისი)
100 კგ
1. გურამ თაშურიშვილი (თბილისი)
2. ვასილ დაუთაშვილი (თბილისი)
3. რაჩო გახარია (თბილისი)
110 კგ
1. გენადი კვიკვინია (ხობი)
2. ლევან საგინაშვილი (თბილისი)
3. რევაზ ლუტიძე (თბილისი)
ლადო ვარძელაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): “მკლავჭიდში, როგორც ევროპის ასევე მსოფლიო დონეზე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ამიტომ გვინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ტარდებოდეს. აქედან გამომდინარე უკვე მეორე წელია, რაც მკლავჭიდელთა შეჯიბრებას თბილისის “ივენთ ჰოლი” მასპინძლობს, რამაც შეჯიბრების ყურება უფრო სასიამოვნო გახადა და მაყურებელთა რაოდენობაც გაზარდა. მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად ტურნირში არაპროფესიონალებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. მაღალი დონის მკლავჭიდელები გვყავს და ვფიქრობ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ”.
ერეკლე გურჩიანი (მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი): “2012 წლის საქართველოს ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რადგან მასში 200-ზე მეტი მკლავჭიდელი მონაწილეობდა. ტურნირი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მასში ორივე მკლავით გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. იმედია, საზღვარგარეთაც ღირსეულად ვიასპარეზებთ და გამარჯვებულები დავბრუნდებით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ლუდის მწარმოებელ ფირმა “მთიელს” კი, მხარდაჭერისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო”.
გენადი კვიკვინია (მკლავჭიდელი): “უკვე 4 წელია, რაც 110კგ. წონით კატეგორიაში ვმონაწილეობ და თანაც საკმაოდ წარმატებით. ყოველ წელს ვიმარჯვებ და ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებ”.
ვილენ გაბრავა (მკლავჭიდელი): “ევროპის ჩემპიონი და 8-გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. აქამდე 60კგ. წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი, წელს გადავწყვიტე ბედი 65კგ. წონით კატეგორიაში მეცადა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე”.
დასასრულს გაცნობებთ, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას მცირე ხნით ელექტროენერგია გაითიშა და მკლავჭიდელებს სიბნელეში მოუწიათ ასპარეზობა.
რუსუდან ჭუმბურიძე









