10-17 სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან ვისენტეში გამართულ მკლავჭიდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნაკრების ლიდერი გენადი კვიკვინია მსოფლიოს ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში - 110 კილოგრამში გახდა. მან მემარჯვენეებშიც იმარჯვა, მემარცხენეებშიც და გუნდს ორი ოქრო მოუტანა.
ნიკოლოზ მათიაშვილმა (75 კგ. მარჯვენა მკლავი) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამავე წონაში ჯაბა გეთიაშვილი (მარცხენა მკლავი) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ახალგაზრდებს შორის 2 მედლით ისახელა თავი გურამ აბულაშვილმა (65 კგ): მემარცხენეებს შორის ვერცხლს დაეუფლა, მემარჯვენეებში - ბრინჯაოს.
საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში დღეს, 14:35 საათზე ჩამოფრინდებიან.







