ფეხბურთი

4:03 | 26.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი სფფ-ს 30 წლით გადაეცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა ე.წ “უზუფრუქტის ხელშეკრულება“ “მიხეილ მესხის“ (“ლოკომოტივის”) სტადიონის 30-წლიანი ხელშეკრულებით აღების შესახებ.
ზემოთხსენებული გარიგება შემდეგ პირობებს ითვალისწინებს: ამიერიდან, 30 წლის განმავლობაში, სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სარგებლობაში იქნება. როგორც მესაკუთრე, სფფ უფლებამოსილია გამოიყენოს და ისარგებლოს სტადიონით. თუმცა, მას არ ექნება სტადიონის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის უფლება. საჭიროების შემთხვევაში კი, თუ აუცილებელი გახდა სტადიონის გაქირავება ან იჯარით გადაცემა, სფფ-ს სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება.
ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სფფ-ს პრეზიდენტმა.
ზვიად სიჭინავა: “რადგან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ, უპირველესად, უეფასთან შეთანხმებით, სტადიონის ახალ პროექტს დავამტკიცებთ. ვფიქრობ, რომ 2012 წელს, “მიხეილ მესხის“ სტადიონის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას განვახორციელებთ. მთლიანად უნდა შეიცვალოს მოედნის საფარი, სკამები, VIP-ი. მოკლედ, სტადიონმა უეფა-სა და ფიფა-ს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და უმაღლესი დონის იყოს.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხების მინიმუმ 50 პროცენტს უეფა თავის თავზე აიღებს, დარჩენილი თანხა კი, დაინტერესებულ პირებთან, ინვესტორებთან და სპონსორებთან უნდა მოვიძიოთ. შეიძლება, ეს იყოს მუნიციპალური დახმარებაც”.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167435