კალათბურთი

18:19 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ კობეშავიძე ზღვისპირელებს ერთ თვეში დაუბრუნდება

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე ზღვისპირელებს ერთი თვის შემდეგ დაუბრუნდება.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კობეშავიძემ მუცლის ღრუს ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ამჟამად რეაბილიტაციის პერიოდს გადის.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ, “ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მოთამაშე მწვრთნელი ივანე მაისურაძე ასრულებს.

11 თებერვლისთვის “ბათუმი-რსუს” 10 თამაშიდან 6 მოგება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115784