კალათბურთი

17:37 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ კობეშავიძე მუშაობას შეუდგა

საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე "ბათუმი-რსუს" მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე გამოჯანმრთელების შემდეგ მუშაობას შეუდგა.

ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" თავად კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ კობეშავიძემ მუცლის ღრუს რთული ოპერაცია გადაიტანა.

მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-4 ტურის შემდეგ "ბათუმი-რსუს" 18 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურში "ბათუმი-რსუ" სტუმრად "სოხუმს" ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125176