კალათბურთი

2:17 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: “ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის ამბიცია ნამდვილად ექნება”

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2015 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალური რაუნდის მატჩებს ერთბაშად 4 ქვეყანა უმასპინძლებს. 4 ჯგუფი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლატვიის დედაქალაქ რიგასა და საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში განაწილდება.

ისიც ცნობილია, რომ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილს საფრანგეთის ქალაქი ლილის პიერ მუროს სახელობის 27 000-იანი დარბაზი მიიღებს, სადაც, სადაც თავს ჯგუფებიდან გასული გუნდები მოიყრიან.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ეტაპზე ევროპის საუკეთესო 24 ნაკრებია გასული, ამდემად, ჯგუფებში კვლავინდებურად 6 გუნდი იქნება, თუმცა მომდევნო ეტაპზე 4 საუკეთესო გავა. ამასთან, აღარ იქნება მეორე ჯგუფური ეტაპი და ჯგუფებიდან გასული 16 ნაკრები ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

“ესაა მნიშვნელოვანი მომენტი ევროპულ კალათბურთში – აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა, - ყველა კანდიდატი ღირსეული იყო და რთული იყო მათ შორის არჩევანის გაკეთება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას, რომლებმაც ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს. თითოეულმა მათგანმა დიდი სამუშაო გასწია“.

მადრიდში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემაც:

“საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ სად ჩატარდებოდა ევროპის ჩემპიონატი. რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ევროპული კალათბურთისთვის, მისი დაახლოებისთვის და განვითარებისთვის. კენჭისყრის შედეგად შევიტყობთ, თუ სად, რომელ ქვეყანაში მოგვიწევს ჯგუფურ ეტაპზე თამაში. თუკი ჯგუფიდან გავალთ და ჩვენს ნაკრებს ამის ამბიცია ნამდვილად ექნება, პლეი ოფის მატჩებს საფრანგეთის ქალაქ ლილში ვითამაშებთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს გაიმართება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი მომავალი წლის იანვარში გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12999