ფეხბურთი

15:59 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიულერს “მანჩესტერში” არ უნდა

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ ტომას მიულერს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება არ სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, გერმანელმა “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო.

თავის მხრივ, მიულერის დათმობა არც “ბაიერნს” სურს. მიუნხენელთა სამწვრთნელო შტაბი გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს ენდობა და მომდევნო სეზონისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის გასულ სეზონში, მიულერმა 31 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103162