სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ფიგურულ მოციგურავე ელენე გედევანიშვილს და ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც ესწრებოდნენ.
მინისტრთან შეხვედრა ელენე გედევანიშვილის სამომავლო გეგმებსა და სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისს შეეხო.
შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილი ევროპის 2-გზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და ასევე ზამთრის 2 ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. 2013 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ელენემ მე-14 ადგილი დაიკავა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







