კალათბურთი

16:13 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკიმ” და “ბრუკლინმა” ქართველთა გარეშე დაიწყეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2013-14 წლების სეზონი სტარტს 29 ოქტომბერს მოქმედი ჩემპიონის “მაიამი ჰითის” და “ჩიკაგო ბულზის” მატჩით აიღებს, მანამდე კი, ნბა-ს კლუბები საკონტროლო შეხვედრებს მართავენ.

საქმეში ჩაერთვნენ “მილუოკი ბაქსი” და “ბრუკლინ ნეთსიც”, რომელთა ღირსებასაც, შესაბამისად, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია იცავენ. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები ჯერაც ტრავმებს იშუშებენ და ცხადია, მოედანზე არ გასულან, მათი გუნდების შედეგების შესახებ კი ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ.

“მილუოკი” “კლივლენდ კავალიერსთან” პირველი მეოთხედის თავზე 16:28 ჩამორჩა და სიტუაციის გამოსწორება მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხა – 87:99. “ბაქსის” მხრიდან თამაშში მონაწილეობა 15-მა კალათბურთელმა მიიღო, საუკეთესონი კი სათადარიგოები – გრეჰემი (15 ქულა) და ანტეტოკოუნმპო (14) იყვნენ. ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მოთამაშე სანდერსმა 19 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

“ვაშინგტონთან” შეხვედრაში 111:106 იმარჯვა “ბრუკლინმა”, თუმცა, ამისთვის ოვერტაიმის თამაში დასჭირდა. გასულ მატჩში “ნეთსის” მაისური 14-მა კალათბურთელმა მოირგო, რომელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 6 კალათბურთელი გადასცდა: ტეილორი (16), ჯონსონი (15), ტელეტოვიჩი (15), ბლატჩი (14), ანდერსონი (13) და კირილენკო (11).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128728