ფეხბურთი

13:20 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილიტო არგენტინაში ბრუნდება

მილანის “ინტერის” ფორვარდი დიეგო მილიტო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ არგენტინულ “რასინგში” გადავა. ამის შესახებ არგენტინული კლუბის პრეზიდენტმა ვიქტორ ბლანკომ განუცხადა იტალიურ მედიას.

“ჩვენმა მწვრთნელმა მოსტაზა მერლომ უკვე იცის, რომ მილიტო ბრუნდება. დიეგო ჩვენი შეტევის ხაზის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება”, - განაცხადა ბლანკომ.

ცნობისათვის, სანამ მილიტო 2003 წელს “ჯენოაში” გადავიდოდა, 4 სეზონის განმავლობაში სწორედ “რასინგის” ღირსებას იცავდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.88248