ფეხბურთი

11:59 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილანელები ტაარაბტისთვის იბრძვიან

“მილანი” და “ინტერი” ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსისგან” ადელ ტაარაბტის სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვას ცდილობენ. L’Equipe-ს ცნობით, მილანელები ინგლისურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მოგეხსენებათ, გასული სეზონის მეორე ნახევარი ტაარაბტმა “მილანში” იჯარის წესით ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი კარგადაც დაამახსოვრა. ლონდონელები 24 წლის პლეიმეიკერში 11 მილიონ ევროს ითხოვენ და “როსონერის” მათი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ძალუძს.

სამაგიეროდ, 11 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა “ინტერი”, რომელიც ტაარაბტისთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118888