ფეხბურთი

12:30 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიკოლის “ლეჩეში” ელიან

შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიური “პალერმოს” ვეტერანმა თავდამსხმელმა ფაბრიციო მიკოლიმ “ლეჩეში” განაგრძოს კარიერა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აღნიშნული კლუბი იტალიის სერია B-ში მოახერხებს გადასვლას. სადღეისოდ, “ლეჩე” Lega Pro 1-ის (იტალიის რანგით მე-3 დივიზიონი) სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში, მიკოლი წარუმატებლად ასპარეზობს და “პალერმოს” ხელმძღვანელთა მხრიდან უკმაყოფილებასაც იმსახურებს. სიცილიელთა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ თავდამსხმელი ღიად გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ მიკოლის “პალერმოსთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე საუბარი არაა. ამგვარად, იტალიელი ახალ კლუბში გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118722