ფეხბურთი

16:37 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიკოლი 2 წელიწადიც ითამაშებს

ვეტერან ფორვარდ ფაბრიციო მიკოლის “პალერმოსთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახალ შემოთავაზებებს ელის. იტალიელს საფეხბურთო მოედანზე კიდევ 2 წელიწადის გატარება სურს, რის შემდეგაც, ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.

“2-წლიან კონტრაქტს ველი. ორ სეზონსაც ვითამაშებ და წავალ. იმ დროისთვის, აღარც მოტივაცია მექნება და აღარც ფიზიკური შესაძლებლობები. “ლეჩეში” დაბრუნება? გამორიცხული არაა, მაგრამ ამ კლუბმა ჯერ სერია B-ს საგზური უნდა მოიპოვოს”, - უთხრა მიკოლიმ Football Italia-ს.

საქმე ისაა, რომ “ლეჩე” სერია B-ში დაბრუნებისთვის იბრძვის. პლეი ოფში მისი მეტოქე “კაპრია”. პირველი მატჩი “ლეჩემ” 0:1 დათმო, საპასუხოს კი, კვირას ჩაატარებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121744