თბილისის “დინამოს” მეკარეს, ომარ მიგინეიშვილს შუბლზე ნაკერები დაადეს. ამის შესახებ “დინამო”-“შუქურას” მატჩის (6:0) დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
“როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიგინეიშვილს შუბლზე 6 თუ 7 ნაკერი დაადეს. მას ტვინის შერყევის ნიშნებიც აქვს. საბოლოოდ ხვალ გვეცოდინება ტრავმის სიმძიმე” – თქვა გოგიჩაიშვილმა.
მიგინეიშვილი “შუქურასთან” შეხვედრის მეორე ტაიმის შუაწელში მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების დროს დაშავდა და სტადიონიდან სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.





