ბულგარულ “ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტურში პირველი მარცხი განიცადა თამაზ მგელაძემ (2198), რომელიც 97-ე განთესვით თამაშობს.
ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით შვედ ნილს გრანდელიუსთან (2587) წააგო და 4.0 ქულა შერჩა, დამატებითი მაჩვენებლებით კი 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.
5.5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ტიგრან პეტროსიანი (2624) გახლავთ, რომელიც 8 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს 0.5 ქულით უსწრებს.
მე-7 ტურში მგელაძე თეთრებით ბრაზილიელ ევანდრო ამორიმ ბარბოსას (2471) ეთამაშება.
ბულგარული საჭადრაკო ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა.







