ჩოგბურთი

15:47 | 20.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა რეიტინგში წინსვლა გაინაღდა

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იტალიის ქალაქ მოდენაში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე წარმატებულ თამაშს განარძობს. მეტრეველმა უკვე მე-4 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ალექსანდრემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და გზიდან ორი მეტოქე ჩამოიცილა, ძირითად ბადეში კი მასპინძელი პანკალდის დამარცხების შემდეგ, მე-2 ნომრად განთესილ იტალიელ რიკარდო სინიკროპისაც დამაჯერებლად მოუგო – 6:0, 7:5.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კიდევ ერთი აპენინელი მაურო ბოსიო იქნება, რომელმაც თამაში ასევე საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო. თუკი ალექსანდრემ მასაც აჯობა, ნახევარფინალში კვლავ იტალიელებს (რონდონი-ფიორავანტე) შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეტრეველს მხოლოდ 5 ქულა გააჩნია და 1130-ე ადგილზე იმყოფება. მოდენას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ქულა შეიმატა, რაც მას ათასეულში შესვლის საშუალებას მისცემს.
აქვე ვთქვათ, რომ კიდევ ერთი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეტრეველი 8 ქულას მიიღებს, ფინალში გასვლა 15 ქულას იძლევა, ჩემპიონისთვის კი 27 ქულაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ თუკი მეტრეველმა მოდენას ტურნირი მოიგო, კლასიფიკაციაში დაახლოებით 450 ადგილით (!) დაწინაურდება.
ამასობაში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშნენ ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და რუსი მარტა სიროტკინა. ამ წყვილმა ნახევარფინალში ტაილანდურ დუეტთან (კუმკუმი-ვონგტეანჩაი) 4:6, 6:2, 6:10 წააგო. სტამბულში, 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნათია გეგია და იაპონელი იოშიმი კავასაკი იაპონურ წყვილთან (ინოუე-ონიში) 2:6, 4:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09866