იტალიის ქალაქ მოდენაში მიმდინარე 15-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს 18 წლის ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეშიც პირველი გამარჯვება იზეიმა.
საკვალიფიკაციო ბადეში მე-4 ნომრად განთესილმა მეტრეველმა გზიდან რუმინელი ვასილე ანტონესკუ (4:6, 6:4, 6:3) და მე-9 განთესვის მქონე იტალიელი დავიდე მელჩიორე (7:5, 6:2) ჩამოიცილა, ძირითად ტურნირში კი ”უაილდ ქარდით” მიწვეულ მასპინძელ ლუკა პანკალდის 6:4 6:0 მოუგო.
მერვედფინალში მეტრეველის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი რიკარდო სინიკროპი იქნება, რომელიც მოდენაში მე-2 ნომრადაა განთესილი.







