ფეხბურთი

11:21 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"მეტალურგი" თურქეთშია და “ფენერბაჰჩეს“ ბაზაზე ვარჯიშობს

 

როგორც იცით, რუსთავის „მეტალურგი“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება. რუსთაველები თავდაპირველად ქალაქ ბოლუს სასტუმრო „კორუში“ დაბინავდნენ, თუმცა ”Fanatic Tour“-მა, რომელმაც “მეტალურგს” შეკრება მოუწყო, გუნდს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა და „ფენერბაჰჩეს“ საწვრთნელ ბაზაზე, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში “Fenerbahce Sport Complex Bolu”-ში გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ „მეტალურგი“ იდეალურ პირობებში იმყოფება. ფეხბურთელებს მომზადებისთვის ადგილზე ყველა პირობა აქვთ შექმნილი. „ფენერბაჰჩეს“ ბაზა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. გუნდმა ადგილზე პირველი ვარჯიშიც გამართა. გელა სანაიამ ფეხბურთელები სრული დატვირთვით ავარჯიშა. რუსთაველები დღეს პირველ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. მათი მეტოქე „სამსუნსფორი“ იქნება.

 

საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096461