ახალგაზრდა არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი ის კაცია, რომლისაც ახალგაზრდებს ყოველთვის სჯერათ და მისი გადადგმული ყოველი ნაბიჯი უკვე სარეკლამო ხასიათს ატარებს. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ კარტოფილის ჩიფსები, რასაც მესი რეკლამას უკეთებს, მთელ მსოფლიოში უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება.
საკამათო თემაა, რამდენად მარგებელია ადამიანის (მით უმეტეს ბავშვის) ორგანიზმისათვის ჩიფსების ჭამა. ზოგადი მოსაზრებით კი, ჩიფსები ათასგვარ გვერდით მოვლენას იწვევს და ნატურალური საკვების მოყვარულები საკუთარ შვილებს ჩიფსებთან ახლოსაც არ აკარებენ.
ამიტომ, თუკი ვინმეს ლეო მესის პატიოსნებაში ეპარება ეჭვი, ეს სწორედ ნატურალისტები არიან. ”თუკი მესი კარგი კაცია და თავი პატიოსან ადამიანად მოაქვს, მაშინ რატომ უკეთებს რეკლამას ჩიფსებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შხამი და მავნებლობა?!” – ასეთია ”ბიოკვების” მოყვარულთა აზრი. ალბათ მათ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება...







