კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ არ განიცდის შიშს მადრიდის “რეალის” მიმართ, რომელთან დაპირისპირებაც 28 ნოემბერს მოუწევს.
“ვაფასებ “რეალს”, მაგრამ მისი არ მეშინია. ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა მჯერა, მეტოქეს დავამარცხებთ. გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს” – აცხადებს მესი.









