ლეო მესი არგენტინის წლის საუკეთესო სპორტსმენი ვერ გახდა. რჩეული გახდა მოკრივე სერხიო მარტინესი, ხოლო მეორეზე ტაეკვანდოელი სებასტიან კრისმანიჩი გავიდა.
მესი მესამეზე დარჩა. მოკლედ, "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა თავისებური ნოკაუტი მიიღო.
არადა, შარშან მესიმ მოიგო ეს პრიზი, მაგრამ წლეულს მარტინესმა მოკრივეთა საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა, ტაეკვანდოელმა კრისმანიჩმა კი ლონდონიდან სამშობლოში ოლიმპიური ოქრო ჩაიტანა.









