ანა ტატიშვილისა და ანაბელ მედინა გარიგესის მატჩი, რომელიც წვიმის გამო ორ დღეს გაიწელა და ჯამში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ესპანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით- 7:5, 4:6, 6:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თამაში მაშინ შეწყდა, როდესაც ტატიშვილი მედინა გარიგესთან 5:7, 4:3 მარცხდებოდა, დღეს კი მე-2 სეტი 6:4 მოიგო და წონასწორობა აღადგინა, თუმცა, გადამწყვეტ სეტში მეტოქეს საკადრისი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.
ანა და ანაბელი ერთმანეთს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში 220-ათასიანი ტურნირის ეგიდით ეპაექრებოდნენ და პირველი რაუნდის გამარჯვებული 30 სარეიტინგო ქულას იღებდა, ტატიშვილმა კი აქტივს მხოლოდ 1 ქულა შემატა.







