ჩოგბურთი

17:39 | 17.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

მესამე ნომრად “ჰისენს არენაზე”...

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის მე-2 რაუნდში გახლავთ გასული, მომდევნო მატჩს ოთხშაბათს დილით, თბილისის დროით 07:30 საათისთვის დაიწყებს, მისი მეტოქის ვინაობის შეხსენება კი, ალბათ, არც გჭირდებათ – მსოფლიოს პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი.
ქართველი და დანიელი თანატოლების (ორივე 21 წლის გახლავთ) შეხვედრა ერთ-ერთ ცენტრალურ “ჰისენს არენაზე” მესამე ნომრად გახლავთ დაგეგმილი, მანამდე კი ამავე კორტზე 04:00 საათიდან ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი)-ოლივიე როხუსი (ბელგია) და კაი-ჩენ ჩანგი (ტაივანი)-ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს კლასიფიკაციაში 83-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა პირველ წრეში ავსტრალიელი ეშლი ბარტი 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა და 100 სარეიტინგო ქულა შეიმატა, ვოზნიაცკის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, კიდევ 60 ქულას გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირში თამაშსაც გეგმავს, სადაც მისი მეწყვილე ბელორუსი ანასტასია იაკიმოვა იქნება. პირველ რაუნდში ტატიშვილი და იაკიმოვა მე-8 განთესვის მქონე სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთანა და პოლონელ აგნეშკა რადვანსკას წინააღმდეგ ჩაატარებენ, საწყისი წრის დაძლევისთვის კი 160 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156573