ფეხბურთი

14:42 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერტეზაკერს “არსენალში” დარჩენა სურს

ლონდონის “არსენალის” მცველმა პერ მერტეზაკერმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. Sport.1.de-ს 28 წლის გერმანელმა უთხრა, რომ არც “მეთოფეთა” ხელმძღვანელობა ფიქრობს მის გასხვისებაზე.

“არა მგონია, ამ სეზონის შემდეგ, “არსენალმა” გამყიდოს. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდი და პატივისცემას ვიმსახურებ. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, პრესას კი, შეუძლია, რაც უნდა, ის წეროს”, - განაცხადა მერტეზაკერმა.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მერტეზაკერმა 33 მატჩი ჩაატარა და 3 გოლით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137129