ფეხბურთი

18:26 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერტეზაკერი და “არსენალი” ახალ კონტრაქტზე მუშაობენ

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ცენტრალური მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ ის “მეთოფეებთან”, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

“არსენალში” ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი წელი რთული გამოდგა. პრობლემები მქონდა, მაგრამ კლუბისგან და მწვრთნელისგან ნდობას ყოველთვის ვგრძნობდი. ეს მჭირდებოდა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე.

ამჟამად, ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ. თუმცა, მოქმედ ხელშეკრულებას ვადა კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში აქვს. არ ვჩქარობთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემი თამაშით კლუბში კმაყოფილნი არიან. შექმნილი ვითარებით მეც კმაყოფილი ვარ.” – აცხადებს მეტეზაკერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 18 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121565