ფეხბურთი

18:11 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერტეზაკერი: “ბაიერნის” დამარცხება შეგვიძლია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელი ცენტრალური მცველი პერ მერტეზაკერი “ბაიერნთან” საჩემპიონთალიგო შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის გუნდს მიუნხენური გუნდის 1/8-ფინალიდან გამოგდება შეუძლია.

“ბაიერნის” ბარიერის დაძლევა შესაძლებელია. 2 იდეალური თამაშის ჩატარებაა საჭირო. ვიცით, რომ მეტოქის დამარცხება შეგვიძლია და ბრძოლისთვის მზად ვართ. გასულ წელს, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მიმდინარე სეზონში მოგება გვსურს და ამისთვის საჭიროა, რომ საუკეთესო გუნდები დავამარცხოთ.” – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113554