ფეხბურთი

18:42 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერსონის რჩევა ჰარი რედნაპს

წარსულში ცნობილმა მოთამაშე პოლ მერსონმა “სკაი სპორტთან” “ქუინზ პარკ რეინჯერსის” შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ჰარი რედნაპის გუნდს შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, “ლოტფუს არენის” ბინადრებმა პრემიერლიგა კვლავ დატოვონ. მერსონი რედნაპს “სტოკ სიტიდან” პიტერ კრაუჩის შეძენას ურჩევს.

“რესურს ვერ ვხედავ, როგორ უნდა მოიგონ თამაშები, როგორ გაიტანონ გოლები. მათ ძალიან გაუჭირდებათ გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება. ვფიქრობ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პიტერ კრაუჩის დამატებაზე უნდა იზრუნონ. კრაუჩი კარგი ფეხბურთელია და მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ”, – აღნიშნა “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა.

სატურნირო ცხრილში ჰარი რედნაპის გუნდი ერთი მოგებითა და სამი მარცხით მე-16 ადგილზეა. ლონდონელებს გამარჯვება “სანდერლენდთან” შეხვედრაში ჩარლი ოსტინის გოლმა მოუტანა.

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116334