საფეხბურთო კლუბ მარტვილის „მერანში“ ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკოს ჟულიაო დოს სანტოსი ითამაშებს. 20 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი ამპლუით თავდამსხმელია და ადრე "გრემიოს" რიგებში ირიცხებოდა. „მერანის“ შემადგენლობაში მისი დებიუტი, სავარაუდოდ, საჩხერეს "ჩიხურას" წინააღმდეგ, 9 დეკემბერს, ქუთაისში გასამართ მატჩში შედგება.
მარტვილის "მერანს" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის მიწურულს საკმაოდ ცუდი სიტუაცია შეექმნა, გუნდს რამდენიმე ტურია თამაში არ მოუგია, რისი ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ტრავმიანობააცაა. მოკლე სათადარიგო სკამი მშვიდად ყოფნის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ "მერანის" ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა.
ედემი ელერჯია







