ფეხბურთი

20:28 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია: "პსჟც და "მონაკოც" შეწყვეტენ ტრანსფერებში ამხელა თანხების გადახდას"

წინა სეზონში, "ვიტესის" ბიუჯეტი 30 მილიონი ევრო იყო

არნემის "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, ჰოლანდიურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ კლუბს ევროპის ლიგაში ოლიმპიური დევიზი არ აქვს და ძალიან სურს, ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. საამისოდ, "ვიტესმა" ჯერ რუმინული "პეტროლულის" ბარიერი უნდა გადალახოს.

"ჩვენი მიზანი, უბრალოდ მონაწილეობა არაა. გვსურს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეთ. ვიცი, რომ რუმინეთის ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალია. ამასწინათ, მოლდოვაში ვიყავი და იმ პიროვნებებმა, რომლებიც რუმინულ ფეხბურთში ჩახედულნი არიან, ასეთივე შეფასება მისცეს იქაურ ჩემპიონატს. თუმცა, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ".

ჟორდანია ტრანსფერებში დიდძალი თანხის თემასაც შეეხო:

"დღესღეობით ნამდვილად არ ვარ მოხიბლული იმით, რომ კლუბები სასწაულ თანხებს იხდიან. სამართლიანობის პრინციპები ირღვევა. თუმცა დამიჯერეთ, "მონაკოც" და პსჟ-ც კი შეწყვეტენ მსგავს პროცესს. საკმაოდ ბევრ სიგნალს ვიღებ უეფადან და ვიცი, რომ იქ ბევრს მუშაობენ, რათა მსგავსი ტენდენცია აღარ იყოს".

და კიდევ, რუმინული "პეტროლულის" წლიური ბიუჯეტი 7 მილიონი ევრო ყოფილა, ხოლო "ვიტესისა", შარშან 30 მილიონი იყო. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101294