ძიუდო

14:27 | 24.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრის სინდრომი

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დილითვე დაასრულეს. ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი ტურნირს ისე გამოეთიშნენ, მომგებ მეტოქეებს ყველაზე დაბალშეფასებიანი ილეთიც კი ვერ გაუკეთეს.
ერთადერთი ნათელი წერტილი პირველ წრეში პაპოშვილისგან გვატემალელი ხუან მეხია დე ლა როკას ძლევა იყო. ქართველმა სპორტსმენმა მესამე წუთზე წმინდად იმარჯვა. შემდეგ კი... ბრიტანელ დენიელ უილიამსთან, მოწინააღმდეგის ორი გაფრთხილებით მიღებული უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა. უილიამსმა ვაზარი შეასრულა და მეთექვსმეტედფინალში რუს მანსურ ისაევთან დაჭიდება გაინაღდა.
ტატალაშვილი ჩემპიონატში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ერთადერთი, რაც მოახერხა, ჰოლანდიელი დექს ელმონი მსაჯს შიდოთი დაასჯევინა. შემდეგ სრულ უპირატესობას ელმონი დაეუფლა და მომგებიანი კისრულის შესასრულებლად ორიოდ წუთი იკმარა.
73 კილოგრამის ჩემპიონ-პრიზიორები საღამოს გამოვლინდებიან. დღესვე გათამაშდება მედლები ქალთა 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091446