ფეხბურთი

17:07 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი სეზონს პსჟ-ში დაასრულებს

იანვრის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” შემტევი ნახევარმცველი ჟერემი მენეზი კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ L’Equipe-ი იუწყება.

ფრანგის აგენტმა ღიად განაცხადა, რომ მის კლიენტს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს და “მამლების” შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. ამის გამო, მას გარისკვა არ სურს და სეზონის ბოლომდე პარიზში დარჩენას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ მენეზის ხილვა ტურინის “იუვენტუსსა” და “მონაკოს” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122034