ფეხბურთი

15:44 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი პსჟ-ს დატოვებს

 

პარიზული პსჟ-ს ნახევარმცველი ჟერემი მენეზი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, გუნდის დატოვებას აპირებს.

France Football-ის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს, დედაქალაქურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარიზელები მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავდნენ, მაგრამ მენეზის საქციელმა, ამის ალბათობა გამორიცხა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ამასწინანდელ მატჩში პორტუგალიურ “ბენფიკასთან”, ჟერემი მეორე ტაიმის შუაში მოედანზე გამოსასვლელად ემზადებოდა, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა, გადაწყვეტილება შეცვალა და მოედანზე ლუკას მოურა შეუშვა.

მენეზმა ასეთი დამოკიდებულება ვერ აიტანა და სათადარიგოთა სკამი დატოვა. აღნიშნულმა კონფლიქტმა უკვალოდ არ ჩაიარა და ბლანმა ჟერემი “მარსელთან” თამაშისწინა ვარჯიშებისგან მოკვეთა. ახლა, პსჟ-ს ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს მენეზის გაყიდვის ალბათობას. მისი შეძენის მთავარი მსურველი ტურინის “იუვენტუსია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110137