ჭადრაკი

22:46 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მელიას ფურცელაძე შეუამხანაგდა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 70-ე ჩემპიონატის მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა.

ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერის სალომე მელიასა და ჩემპიონატის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ნინო ხურციძის შეხვედრა ყაიმით დასრულდა. მელიას ყაიმით მდევრის როლში მყოფმა მაკა ფურცელაძემ ისარგებლა, მოუგო გამოცდილ სოფო გვეტაძეს და ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერს ქულებით გაუთანაბრდა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა საქართველოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ლომინეიშვილისა და ასპარეზობის დებიუტანტის ლიკა კობეშავიძის შეხვედრა. ფავორიტად მიჩნეულმა ლომინეიშვილმა ვერ შეძლო კობეშავიძის დამარცხება და მეტოქეები საბოლოოდ ყაიმზე შეთანხმდნენ.

დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: სოფიკო ხუხაშვილი – ნინო ბაციაშვილი 0:1, ინგა ხურცილავა – ანა კუჭავა 1:0, სოფო გურამიშვილი – მერი არაბიძე 1:0.

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ: I-II – მელია, ფურცელაძე – 2,5 ქულა; II-V - ხურციძე, გურამიშვილი, ხურცილავა – 2-2; VI-VIII - ლომინეიშვილი, ბაციაშვილი, ხუხაშვილი – 1,5-1,5; IX – კუჭავა – 1; X-XII - არაბიძე, გვეტაძე, კობეშავიძე – 0,5-0,5.

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი: ბაციაშვილი - არაბიძე, მელია – გურამიშვილი, კუჭავა – ხურციძე, ლომინეიშვილი – ხურცილავა, გვეტაძე – კობეშავიძე, ხუხაშვილი – ფურცელაძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090411