Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_17fd2ab18eccdcb6ee6ce30a49611582 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_2a90650c9c9f468ed403c651ee8a0058 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_2b1acf877ac0ba4eae6aba5a98aa2e9a in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_553a3bb9e48db42a0186a5c26a0b63a8 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_98a1e7b278d93bdd7e3b168f05662ab3 in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_cda296b626697ed13534fe8b51c93b9f in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_f77ba73bc71e53435726695df99c5c4d in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71

Warning: filemtime(): stat failed for /tmp/wlsp_f7edc5338b2243d95cef134fdda4c0ee in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/rate_limiter.php on line 71
მელია ივანჩუკს ნახევარ ქულამდე დაუახლოვდა
ჭადრაკი

17:20 | 1.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მელია ივანჩუკს ნახევარ ქულამდე დაუახლოვდა

ქართველი მოჭადრაკე, სალომე მელია (2449) რომელსაც გიბრალტარის პრესტიჟულ ტურნირზე 61-ე რეიტინგი გააჩნია, 7 ტურის თავზე მე-7 ადგილზე დამკვიდრდა და ერთპიროვნულ ლიდერს, უძლიერეს უკრაინელ ვასილი ივანჩუკს (2764) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება.
მელიას წინსვლა ბოლო ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ განაპირობა, როდესაც მან თანამემამულე გიორგი ყაჭეიშვილს (2585) თეთრი ფიგურებით სენსაციურად სძლია და თავი 5.5 ქულას მოუყარა.
ასეთივე მონაგარი კიდევ ხუთ მოჭადრაკეს – ნაიჯელ შორტს (ინგლისი, 2658), დანიელ ფრიდმანს (გერმანია, 2655), მიხაელ როიზს (ისრაელი, 2649), ნარაიანან გეეტა გოპალსა (ინდოეთი, 2597) და ვიქტორ მიხალევსკის (ისრაელი, 2579) გააჩნია, რომლებიც სალომეს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ, ამდენად, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი მოჭადრაკე მე-7 ადგილზეა.
ყაჭეიშვილს 4.5 ქულა შერჩა და 37-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ასევე 4.5 ქულა გააჩნია ნანა ძაგნიძესაც, რომელმაც შავი ფიგურებით ზემოაღნიშნულ გოპალთან წააგო და 30-ე საფეხურზე აღმოჩნდა.
მე-8 ტურში, ქართველი მოჭადრაკეები შავებით ითამაშებენ. მელიას მეტოქე გერმანელი ფრიდმანია, ყაჭეიშვილი ფრანგ გაბრიელ ბატალინის (2437) დაუპირისპირდებ, ხოლო ძაგნიძე – რუს ალექსეი სავინს (2417). ცენტრალური ივანჩუკისა და როიზის პარტია იქნება.
ცნობისთვის, საჭადრაკო ფესტივალი 10 ტურად მიმდინარეობს და 3 თებერვალს დასრულდება, ჯამური საპრიზო ფონდი კი, 126 ათასი გირვანქაა, საიდანაც ჩემპიონი 17 500-ს მიიღებს, ხოლო სულ პრიზები მოწინავე თორმეტეულს ერგება.
ტურნირზე უკვე მოეწყო ბლიც-შეჯიბრი, რომელშიც ქართველთაგან მონაწილეობას მხოლოდ მელია იღებდა. სალომე გუნდ “ინტერნაციონალში” მოხვდა, სადაც ხსენებულ ფრიდმანთან, ამერიკელ ანა ზატონსკიხთან (2470) და გერმანელ აჩიმ ილნერთან (2345) ერთად თანაშობდა.
“ინტერნაციონალმა” 6 ტურში, 2 შეხვედრა მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და 2-შიც მარცხი განიცადა, რის შემდეგაც 6 ქულით, 10 გუნდს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მელიას, მან 6 პარტიაში, 3 გამარჯვება მიითვალა, ერთხელ ზავი გააფორმა, ფრანგ ბატალინისთან და ლუქსემბურგელ ვებერთან (2314) კი - მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09576