ჭადრაკი

22:17 | 13.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მელია ერთპიროვნულია

უკვე ზედიზედ მე-3 ტურია, ანაკლიაში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატზე, ექვს შეხვედრაში, 4 ყაიმი ფიქსირდება.
პირველი პარტიის მოგება შეძლო ჩემპიონატის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ნაზი პაიკიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით, დრეზდენის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონ სოფო ხუხაშვილს სძლია. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კი, სალომე მელია გახდა, რომელმაც თეთრებით სოფო ნიკოლაძე დაამარცხა და 3 ქულა დააგროვა.
მე-4 ტურის ტექნიკური შედეგები: მერი არაბიძე – მაკა ფურცელაძე 0,5:0,5; სალომე მელია – სოფო ნიკოლაძე 1:0; მირანდა მიქაძე – ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5; ნინო ხურციძე – მარიამ დანელია 0,5:0,5; მაია ლომინეიშვილი – ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5; სოფო ხუხაშვილი – ნაზი პაიკიძე 0:1. ბელა ხოტენაშვილი ისვენებდა.
სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ: I - მელია 3,0; II-III - ხურციძე 2,5, დანელია 2,5; IV-IX - ხოტენაშვილი 2,0, ლომინეიშვილი 2,0, ჯავახიშვილი 2,0, ფურცელაძე 2,0, ბაციაშვილი 2,0, მიქაძე 2,0; X - პაიკიძე 1,5; XI-XII - ნიკოლაძე 1,0, არაბიძე 1,0; XIII - ხუხაშვილი 0,5.
როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090434