ძიუდო

16:03 | 30.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მედლებისთვის ბრძოლას 6 ქართველი განაგრძობს

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისთა მსოფლიოს თასზე, წინასწარი შეხვედრების შემდეგ, ბრძოლას მედლების პრეტენდენტი სპორტსმენებიღა შემორჩნენ.
დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები სამ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ - 60, 66, 73 კილოგრამებში.  
საქართველოს ნაკრების სახელით ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 12 ძიუდოისტი გავიდა და მათგან 6, საღამოს კვარლცხბეკზე ასასვლელად იჭიდავებს. ყველაზე უკეთ ქართველები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ. დავით ასუმბანმა და ბეთქილ შუკვანმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამირან პაპინაშვილი და პაატა მერებაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.
66 კილოგრამში ჩემპიონობისთვის შალვა ქარდავა იბრძოლებს. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე იქნება. სწორედ ამ აზერბაიჯანელთან წააგო მერვედფინალში ნესტორ ხერგიანმა. საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ ტურნირს უჩა ხუციშვილი და მიხეილ ხომიზური.
73 კილოგრამში 4 ქართველიდან სამმა - ნუგზარ ტატალაშვილმა, გიორგი  დილებაშვილმა და ანზორ ხმიადაშვილმა მოულოდნელად პირველსავე წრეში წააგეს. ზაზა კედელაშვილი კი შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან  ჩაერთო და ორი მეტოქეც ჩამოიცილა, მაგრამ ნახევარფინალში ფრანგ რონალ ალჟერთან ვაზარით  დამარცხდა და მესამე საპრიზო ადგილის შანსიღა შერჩა. მისი მეტოქე უკრაინელი დმიტრო შერეტოვი იქნება.ფინალში კი ალჟერი რუს მურატ კორძაკოვს დაეჭიდება.
16:30 საათზე მსოფლიოს თასის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება. ფინალური შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097011