საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ქოჯაელში დასრულებულ ოლიმპიადაზე ათ ტურში 20.5 ქულა მოაგროვა და ოცი ქვეყნის 26 გუნდს შორის მეცამეტე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკეები სირიას დაუპირისპირდნენ და ყაიმი გააფორმეს. საკუთარი პარტიები ირაკლი ბერაძემ (2294) და შალვა ნადირაშვილმა (2035) მოიგეს, გუგა ბურდულმა (1898) და ნინო ხომერიკმა (1903) კი მარცხი განიცადეს. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მე-11 განთესვა ჰქონდა.
საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული რუსეთი გახდა 30 ქულით, მეორე სომხეთი (28.5) , ხოლო მესამე – ირანი (27.5).







