ჭადრაკი

23:12 | 18.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილს სამეულამდე ცოტა დააკლდა

დუბაიში დასრულებული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული, ინდოელი აბიჯეტ გუპტა (2580) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა, ქართველთაგან საუკეთესო – მე-7 შედეგი კი მიხეილ მჭედლიშვილმა (2629) აჩვენა.
დასკვნით მე-9 ტურში, მჭედლიშვილმა თეთრი ფიგურებით უკრაინელი მიხაილ სიმანცევი (2556) დაამარცხა და თავი 6.5 ქულას მოუყარა. შედეგად, მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ინდოელ პარიმარჯან ნეგისა (2618) და უნგრელ ჩაბა ბალოგს (2601) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა.
6.5 ქულითვე, დამატებითი მაჩვენებლებით, მე-16 პოზიცია დაიკავა დავით არუთინიანმა (2575), ლევან ფანცულაია (2595) 6.0 ქულით მე-19 გახლდათ, დანარჩენ ქართველთა შედეგები კი ასეთია: 36. მერაბ გაგუნაშვილი (2599) – 5.5; 37. დავით ზარქუა (2397) – 5.5; 39. სოფიკო ხუხაშვილი – 5.5; ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქალთა შორის ხუხაშვილი მხოლოდ უნგრელ ვერონიკა შნეიდერს (2247) ჩამორჩა, რომელიც 6.5 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.
საპრიზო 45 ათასი დოლარიდან, ტურნირის ჩემპიონმა გუპტამ 8 ათასი მიიღო, მჭედლიშვილს კი 2 ათასი ერგო.
დუბაიშივე, ძირითადი ტურნირის ბოლო ტურამდე, ბლიც-ტურნირიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო. მათგან ყველაზე უკეთ არუთინიანმა ითამაშა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე გასულ სომეხ კარენ გრიგორიანს (2463) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. ფანცულაია (6.5) მე-7 გახლდათ, ზარქუა (6.0) – მე-15, ხოლო მჭედლიშვილი (2629) – 37-ე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11699