ინდოეთის შტატ ორისაში მიმდინარე საერთაშორისი ტურნირს, შვიდი ტურის თავზე ხუთი მოჭადრაკე ჩაუდგა სათავეში, რომელთა აქტივშიც 6-6 ქულაა. სასიამოვნოა, რომ ლიდერთა შორის ქართველი მიხეილ მჭედლიშვილიც (2629) იმყოფება, რომელსაც სომეხი პეტროსიანის (2634) შემდეგ, ტურნირზე მეორე რეიტინგი გააჩნია.
მეშვიდე ტურში მჭედლიშვილი ბანგლადეშელ ენამულ ჰოსაინს (2478) დაუპირისპირდა და აზიელი მოჭადრაკე შავი ფიგურებით დაამარცხა. მომდევნო ტურში მიხეილი თეთრებით ინდოელ პანჩანატანს (2539) ეთამაშება, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს, დანარჩენი ლიდერები კი ასევე ინდოელები არიან – სტანი (2407), გუპტა (2604) და გროვერი (2485).
Kiit Cup 2011-ი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და ექვს ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 1 399 000 ინდური რუპიაა, რაც დაახლოებით 31 ათასი დოლარია.







