ბაქოს საჭადრაკო ტურნირს 4 ტურის თავზეც 2 ლიდერი ჰყავს. გასულ ტურში თურქი ბარის ესენი (2588) და აზერბაიჯანელი ელტაჯ საფარლი (2620) ყაიმზე შეთანხმდნენ და 3.5-3.5 ქულით კვლავაც ლიდერებად რჩებიან.
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი – 3.0 ქულა მიხეილ მჭედლიშვილს (2374) გააჩნია, რომელმაც თეთრი ფიგურებით მასპინძელი აიაზ მამადოვი (2403) დაამარცხა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-12 ადგილზე დამკვიდრდა.
“ბაქო 2012”-ზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 17. ნინო ბაციაშვილი (2410) – 2.5; 25. სოფიკო ხუხაშვილი (2245) – 2.5; 26. გაიოზ ნიგალიძე (2449) – 2.5; 35. თორნიკე სანიკიძე (2586) – 2.0; 38. ლევან ფანცულაია (2575) – 2.0; 43. სალომე ხაჟომია (2143) – 1.5; 50. ანა გავაშელი (2360) – 1.5.
ცნობისთვის, ბაქოს საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნის წარმომადგენელი 64 მოჭადრაკე ჩაება, შეჯიბრი კი 9 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია.







