ჭადრაკი

16:06 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი და ფანცულაია წინ უდანაკარგოდ მიიწევენ

დუბაის ღია საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქი მეთხუთმეტედ მასპინძლობს, 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 13 მოჭადრაკე დაწინაურდა. სასიხარულოა, რომ ლიდერთა ორი ქართველიცაა: მიხეილ მჭედლიშვილი (2640) და ლევან ფანცულაია (2556).

გასულ ტურში მჭედლიშვილმა შავი ფიგურებით სომეხ ჰოვიკ აირაპეტიანს (2503) სძლია, ხოლო ფანცულაიამ ასევე შავებით ინდოელი საჰაჯ გროვერი (2467) დაამარცხა. დამატებითი მაჩვენებლებით, მიხეილი მე-4 ადგილზეა, ლევანი კი – მე-9-ზე. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ პირველ ადგილზე სომეხი ვლადიმირ აკოპიანი (2704) იმყოფება, რომელსაც ტურნირზე პირველი რეიტინგი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დუბაიში კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 21. ბელა ხოტენაშვილი (2492) – 2.5; 61. სოფიკო ხუხაშვილი (2386) – 2.0; 65. მაკა ფურცელაძე (2347) – 2.0; 106. კონსტანტინე შანავა (2578) – 1.5;

მე-4 ტურში ფანცულაია მე-2 დაფაზე ითამაშებს და ფრანგ რომაინ ედუარდს (2670) გაეჯიბრება. თეთრი ფიგურებით იქნება მჭედლიშვილიც, რომლის პირისპირაც რუსი სერგეი ვოლკოვი (2593) დაჯდება.

დუბაის ტურნირი, რომელზეც პირველ ნომრად სომეხი ვლადიმირ აკოპიანია (2704) განთესილი, შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 15 აპრილამდე გასტანს. მონაწილეებს 5 ტურის შემდეგ, 12 აპრილს დასვენების დღე აქვთ და ერთმანეთს ბლიც-ტურნირშიც გაეჯიბრებიან.

არაბული პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II  ადგილი – 7 000; III  ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173746