ჭადრაკი

16:26 | 15.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ბაქოს ტურნირის ხუთეულში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი ევრო) ქართველთაგან საუკეთესო შედეგი მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) და დავით მაღალაშვილმა (2463) აჩვენეს, რომელთაც 6-6 ქულა დააგროვეს და შესაბამისად, მეხუთე და მეცამეტე ადგილები დაიკავეს.
Baku Open 2011-ზე კიდევ ექვსმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა, რომელთაც ასეთი შედეგები ჰქონდათ: 20. გაიოზ ნიგალიძე (2448) – 5.5 ქულა; 21. თორნიკე სანიკიძე (2525) – 5.0; 31. მერაბ გაგუნაშვილი (2588) – 5.0; 36. გიგა ყუფარაძე (2467) – 4.5; 51. სალომე მელია (2437) – 4.0 63. ბაჩანა მორჩიაშვილი (2376) – 3.5;
ბაქოს ტურნირის ჩემპიონი ბელორუსი სერგეი ჟიგალკო (2689) გახდა, რომელმაც 9 ტურში თავი 7.5 ქულას მოუყარა, მეორე რუსი დმიტრი ანდრეიკინი (2696, 6.5) გახლდათ, მესამე კი – ებრაელი ემილ სუტოვსკი (2700, 6.5).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088187