იტალიური “ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე სერია B-ის უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს. Pianetaempoli-ს ცნობით, მიზეზი მარჯვენა ბარძაყის ტრავმაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით მოუწევს უქმობა 21 წლის ქართველ ფორვარდს, თუმცა გამოცემის ცნობით, საშიში ტრავმა არაა.
მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. “ემპოლი”, რომელიც გასავარდნ ზონაშია, 18 თებერვალს “პადოვას” სტუმრად ეთამაშება – როგორც უკვე ვთქვით, ლევანის გარეშე.
ილია ნანობაშვილი









