ფეხბურთი

13:53 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ "სასუოლოს" გაუტანა

"ემპოლიმ" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია "სასუოლოს" და ამ შეხვედრაში ანგარიში ლევან მჭედლიძემ გახსნა. ქართველმა ფორვარდმა 34-ე წუთზე დააწინაურა თავისიანები.

Pianetaempoli-ს ცნობით, მჭედლიძემ ძალიან კარგად ითამაშა და აღნიშნულია, რომ ამ სეზონში ქართველის დიდი იმედი აქვთ. ლევანი სასტარტოში გახლდათ და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია.

როგორც იცით, "ემპოლიც" და "სასუოლოც" სერია A-ს წარმომადგენლები არიან.

უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "დიორმა" გასვლაზე 2:3 წააგო "ვიდეოტონთან", თუმცა გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია. "დიორი" მე-12 საფეხურზეა.

საფრანგეთში "ბასტიამ" მატჩ-თრილერში 3:3 ითამაშა "მარსელთან". ქართველი შემტევი ლუკა კიკაბიძე განაცხადში არ ყოფილა, თუმცა ეს არაა გასაკვირი – ჯერ 19 წლისაა და ალბათ, ნელ-ნელა შეაჩვევენ ძირითად გუნდში თამაშს.

რუსეთში "ტერეკი"-"რუბინი" 1:1 დასრულდა და საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. ყაზანეებს 2 ტურის შემდეგ, 1 ქულა აქვთ.

პორტუგალიაში "ჟილ ვისენტემ" ამხანაგურში 2:1 სძლია მაროკოს "რაბატს". ავთო ებრალიძემ მეორე ტაიმი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112164