თამაშგარე

12:46 | 1.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მახინჯები მახინჯთა შორის

ერთ-ერთმა ბრიტანულმა იუმორისტულმა გამოცემამ, ცოტა ხნის წინათ, მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ფეხბურთელები დაასახელა. ასეთ გამოკითხვას აღნიშნული ჟურნალი უკვე 3 წელიწადია რაც აწარმოებს და უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელების მხრიდან ყველაზე მახინჯთა შორის დასახელების გამო, ჯერ პროსტესტი არავის გამოუთქვამს. როგორც ჩანს, ევროპელმა ფეხბურთელებმა იუმორის ფასი კარგად იციან...
ამჯერად, ბოლო ათწლეულის ყველაზე მახინჯი ფეხბურთელები დაასახელეს და პირველ ადგილზე მადრიდის ”რეალის” ყველასათვის ცნობილი ყოფილი მცველი - ივან კამპო გავიდა. მე-2 ადგილზე ბრიტანული ”ლიდს იუნაიტედის”, ასევე ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ჰოფკინი მოკალათდა, რომელსაც ჟურნალისტების მტკიცებით, სიმახინჯეში ბადალი არ ჰყავს.
ინგლისელებს, რასაკვირველია, არც არგენტინელი კარლოს ტევესი გამორჩენიათ, რომელიც ჩამონათვალში ”საპატიო” მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ ინგლისის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში მოთამაშე იან დოუი და მიუნჰენის ”ბაიერნის” ფრანგი ვარსკვლავი - ფრენკ რიბერი მოდიან.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089831