ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართული საჭადრაკო ტურნირი ანა მათნაძის (2438) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ქართველ მოჭადრაკეს II Torneo Internacional Femenino Gran Hotel Bali-ზე პირველი რეიტინგი გააჩნდა და პირველი ადგილის დაკავება არ გასჭირვებია. მათნაძემ ცხრა ტურში შვიდი პარტია მოიგო, ორი ფრედ დაასრულა 8.0 ქულა მოაგროვა და მეორე პოზიციაზე გასულ რუს ანასტასია სავინას (2343) ერთბაშად 2.5 ქულით გაასწრო.







