ჭადრაკი

19:45 | 26.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მათნაძე და გურამიშვილი სარაგოსულ ტურნირში ჩაებნენ

ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა  IV Open Internacional "Stadium Casablanca", რომელშიც ორი ქართველი მოჭადრაკე – ანა მათნაძე (2410) და სოფიკო ხურამიშვილი (2319) ჩაება.
ტურნირზე უკვე სამი ტური მიილია, ქართველებს კი ფაქტობრივად, სულ ესპანელებთან უწევდათ თამაში. მათნაძემ გუსტავო ხიმენესსა (1802) და ხოაკინ სიერას (2038) სძლია, ხუან მარტინესს (2144) კი დაუზავდა და 2.5 ქულით მე-13 ადგილზეა.
გურამიშვილმა პატრისია კოლასსა (1743) და ხოსე გალვესს (1977) მოუგო, მე-3 ტურში კი უმაღლესი რეიტინგის მქონე ბულგარელ ალექსანდერ დელჩევთან (2621) დამარცხდა და 2.0 ქულით 22-ე საფეხურზე აღმოჩნდა.
მე-4 ტურში მათნაძე თეთრი ფიგურებით ესპანელ დავიდ ლანას (2238) ეთამაშება, ხოლო გურამიშვილი – კიდევ ერთ მასპინძელ სალვადორ კასტელს (2055).
ამ დროისთვის ქულათა მაქსიმუმით ერთბაშად 10 მოჭადრაკე ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08673