ფეხბურთი

11:09 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატჩ-ტრილერი ლევერკუზენში

ბუნდესლიგის ორი ტურის შემდეგ, "ლევერკუზენი" ერთადერთი ქულადაუკარგავი გუნდი იყო, მაგრამ მათაც იგემეს სიმწარე: შინ ბრემენის "ვერდერს" ვერ მორივნენ. ლამაზი, სანახაობრივი მატჩი 3:3 დასრულდა. საერთოდ, "მუსიკოსებს" "ბაიარენა" კარგად აქვთ დაცდილი, რადგან იქ 24 მატჩი ჰქონდათ გამართული, აქედან 8 მოეგოთ და მხოლოდ 4 წაეგოთ, 12 შეხვედრა კი ფრედ დასრულებულიყო.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს იედვაის ლამაზი გოლით – მეკარს ახლო კუთხეში დაურტყა. ტაიმის ბოლოს ბარტელსმა საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

ამ გოლების გარდა, მომენტებიც იმდენი იყო, 2-3 მატჩს ეყოფოდა. პირველ ტაიმში ჯერ ლევერკუზენელმა კასტრომ მოარტყა ძელს, შემდეგ სპაჰიჩმა "შეაწუხა" ხარიხა და ასევე, ჩალჰანოღლუმაც. 3-ჯერ გადაარჩინა სტუმრები ძელმა.

მეორე ნახევარში დი სანტომ კონტრშეტევისას დასაჯა მასპინძლები და "ვერდერი" დაწინაურდა, თუმცა 3 წუთში ახალგაზრდა ჰაქან ჩალჰანოღლუმ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა და 2:2 გახდა. მალევე, ბრემენელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ზელკემ ვერ გაიტანა პირისპირ გასვლისას: მეკარე ლენომ იმარჯვა. 

73-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ სონ ჰიუნგ-მინის გოლით გავიდნენ წინ, კერძოდ, შემტევმა საჯარიმოს გარეთ ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და ძლიერი დარტყმით გაიტანა – 3:2. თუმცა 85-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა სებასტიან პრიოდლმა ბურთი ერთ შეხებაში გადაგზავნა კარში და ტაბლოზე 3:3 აინთო... გოლი პეტერსენის დამსახურებაც იყო, რომელმაც ოდნავ შეახო ჩაწოდებულს თავი და ეს "ოდნავ" საკმარისი გამოდგა, რათა პრიოდლს მისვლოდა ბურთი. 

მომენტები კიდევ იყო, "ლევერკუზენი" გაცილებით მეტად მიისწრაფვოდა მოგებისკენ, მაგრამ ძელების გარდა, "მუსიკოსების" მეკარ ვოლფიც ხელს უშლიდა. ისე, ბოლოს სტუმართა შემტევ ჰაიროვიჩს შეეძლო, 3 ქულა მოეპოვებინა თავისი გუნდისთვის...

მოკლედ, ის თამაში იყო, რის გამოც უყვართ ბუნდესლიგა: შემტევი, გახსნილი, გოლუხვი.  

ლევრკუზენი. "ბაიარენა".

ლევერკუზენი – ვერდერი 3:3 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, ბიონიში, იდვაი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ბელარაბი, ლარს ბენდერი (რაინარტცი 69), ჩალჰანოღლუ, კასტრო, ოზთუნალი (სონ ჰიუნგ-მინი 61), კისლინგი (დრმიჩი 90).

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ვერდერი: ვოლფი, ფრიცი (ბუსხი 82), გალვესი, გარსია, ასანი, პრიოდლი, ბარტელსი, იუნუზოვიჩი, დი სანტო, ელია (პეტრსენი 77), ზელკე (ჰაიროვიჩი 71).

მწვრთნელი: რობინ დუტი

გოლები: 1:0 იედვაი (17), 1:1 ბარტელსი (45), 1:1 დი სანტო (60), 2:2 ჩალჰანოღლუ (63), სონ-ჰიუნგ მინი (73), 3:3 პრიოდლი (85)

გაფრთხილება: სპაჰიჩი (48), ჩალჰანოღლუ (51), კასტრო (68), რაინარტცი (77), გალვესი (77), პრიოდლი (88).

მსაჯი: დინგერტი. 

ბურთის ფლობა: 54-46, კარში დარტყმა: 26(10)-8(4), კუთხურები: 6-4, თამაშგარე: 0-4, ჯარიმა: 16-21, სეივი: 1-7.

 

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131953