ფეხბურთი

20:51 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატა: “მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ შემტევს, ხუან მატას სჯერა, რომ მის გუნდს “ოლიმპიაკოსთან” არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა შეუძლია.

“ჩვენმა გუნდმა მტკინვეული მარცხი იწვნია. ვწუხვარ, რომ თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ მაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ “მანჩესტერს” “ოლდ ტრაფორდზე” სასურველი ანგარიშით მოგება შეუძლია. ეს ძნელი იქნება, მაგრამ გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვეხმარება.

მომდევნო თვე ძალიან რთული იქნება. “ლივერპულისა” და “სიტის” წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.” – ციტირებს მატას სიტყვებს “მანჩესტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში, “მანჩესტერი” “ოლიმპიაკოსთან” 0:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122819