ფეხბურთი

18:24 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მატა “ჩელსიში” რჩება

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატთა” ახლადდანიშნული თავკაცი ჟოზე მოურინიო ესპანელს სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებს და მისი გაყიდვა სურს.

“ნამდვილად არავის უთქვამს, რომ მოურინიოს ჩემი გაყიდვა სურს. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბში მითხრეს, რომ ჩემი თამაშითა და “სტემფორდ ბრიჯზე” გატარებული დროით კმაყოფილნი არიან. კონტრაქტის ძალით, “ჩელსიში” კიდევ 3 სეზონი უნდა ვითამაშო. აქ უბედიერესი ვარ. მოურინიო? უმჯობესია, მასთან შეხვედრას დაველოდო და არა ჭორებს ვუსმინო”, - განუცხადა მატამ Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, მატა ესპანეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იმყოფება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065779